მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


დღეს, მცხეთაში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიება გაიმართება

დღეს, მცხეთაში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიება გაიმართება. 

ამ წუთებში ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, 14:00 საათიდან კი ადგილზე მისულ სტუმრებს ყველა ასაკზე გათვლილი მრავალფეროვანი აქტივობები დახვდება. 

მოეწყობა: საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები; გაიმართება კოსტიუმირებული ორკესტრისა და ზღაპრის გმირთა მსვლელობა; ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. პატარებს თოვლის პაპა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს, ხოლო 18:00 საათიდან შეკრებილი საზოგადოების მუსიკალურ განწყობაზე ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლები - ჯგუფი "The light room" და ჯგუფი "მგზავრები" იზრუნებენ. 

ერთად აღვნიშნოთ ახალი წლის დღეები საქართველოში

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018