უკვე მესამედ, ტრადიციულად, წელსაც, მცხეთამ, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიებას უმასპინძლა.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მისული სტუმრებისათვის 14:00 საათიდან მრავალფეროვანი, ყველა ასაკზე გათვლილი აქტივობა იყო წარმოდგენილი. მათ შორის მოეწყო საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები; გაიმართა კოსტიუმირებული ორკესტრისა და ზღაპრის გმირთა მსვლელობა; ტერიტორიაზე განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები, ხოლო პატარებს თოვლის პაპა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემდა.
დღის ბოლოს კი შეკრებილი საზოგადოების მუსიკალურ განწყობაზე ადგილობრივმა და მოწვეულმა ჯგუფებმა - The light room-მა და "მგზავრებმა" იზრუნეს.
საახალწლო ღონისძიებები, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა. მათ შორის ღონისძიებებს მცხეთა-მთიანეთის მხარეში შემავალმა ოთხივე მუნიციპალიტეტმა უკვე უმასპინძლა.
#ახალიწლისდღეები2024