ცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ა(ა)იპ მცხეთის სასპორტო სკოლის 2023 წლის წარმატებული სპორტსმენებისა და მწვრთნელების დაჯილდოება გაიმართა.
სპორტული წარმატებებისათვის, ა(ა)იპ სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლის მაღალი შედეგების მქონე სპორტსმენები და მწვრთნელები, საქართველოს პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მოადგილე გიორგი ბაჯაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კვახაძემ დააჯილდოვეს.
პირველმა პირებმა, მადლობა გადაუხადეს სპორტსმენებს მიღწეული შედეგებისთვის და წარმატებები უსურვეს შემდგომ ასპარეზობებში.
ა(ა)იპ სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლაში შექმნილმა დროებითმა სამუშაო კომისიამ, 2023 წლის შედეგების მიხედვით გამოავლინა 10 წარმატებული სპორტსმენი და 10 მწვრთნელი, რომლებიც დიპლომებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
სასპორტო სკოლის 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა ავთანდილ ფირანიშვილი (ველოსპორტი), საუკეთესო მწვრთნელად - ივანე რთველიაშვილი (ველოსპორტი).
ღონისძიება, ა(ა)იპ სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.