მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ნათლისღება

დღეს ნათლისღებაა. ამ დღეს, საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ეკლესიაში აღევლინება სადღესასწაულო წირვა და შემდეგ ხდება წყალკურთხევა.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს!

მართლმადიდებლობა ნათლისღებას სულიერ შობად, მეორედ დაბადებად მიიჩნევს და ის ადამიანის ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხდება.

ეს არის დღე, როცა იესო ქრისტემ მდინარე იორდანეში, სიმდაბლით, ნათელიღო იოანე ნათლისმცემლისგან და წყალი ხრწნილებისგან განწმინდა, რათა მის მიერ ცოდვათა მიტევება მოენიჭებინა ჩვენთვის.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018