მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების მოწყობა

  მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მოადგილესთან თამაზ ფოლოდაშვილთან, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან და ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან ერთად სოფელ ზაქაროსა და არაშენდაში შიდასაუბნო გზების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა, სადაც მშენებელი კომპანიის წარმომადგენელებსა და ადგილობრივებს გაესაუბრა.

  სოფელ ზაქაროში მშენებარე გზის მონაკვეთზე, სადაც ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს, დასრულდა სანიაღვრე არხების მოწყობა.  სამუშაოებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 251 760 ლარია, მცხეთის მუნიციციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,ლილეო“ ახორციელებს.

 სოფელ არაშენდაში ასფალტობეტონის მეორე ფენის დაგება დასრულებულია და ეწყობა სანიაღვრე არხები, რომლებიც კერძო ეზოებში შესასვლელებთან ცხაურებით დაიფარება.

  სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და  მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.

იხილეთ ვრცლად:

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018