მცხეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მათ შორის, ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში, ძლიერი თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი და ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება ავტოტრანსპორტის განვლადობის შენარჩუნებისათვის.
მოსახლეობას გთხოვთ, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე გადაადგილებისას.