საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმამდე მისასვლელი საავტომობილო გზის გამყოფი სივრცის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში ეწყობა ბორდიულები და ბილიკები, ბავშვთა გასართობი სივრცე ატრაქციონებით. განთავსდა სკამები, სანაგვე ურნები, დეკორატიული ლამპიონები, სასმელი წყლის დასალევი ბიუვეტი.
ტერიტორიაზე მოეწყობა დეკორატიული გამწვანება. არსებულ გარე განათების ლამპიონებს ჩაუტარდება რეაბილიტაცია.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 764 780 ლარით ფინანსდება.