მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფელ ქსოვრისში სპორტული დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, სოფელ ქსოვრისში სპორტული დარბაზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

მერთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას მცხეთის მერის მოადგილეები გიორგი ბაჯაძე და თამაზ ფოლოდაშვილი, საკრებულოს დეპუტატები და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები გაეცნენ. 

სოფელ ქსოვრისში, საჭიდაო  დარბაზი ერთსართულიანი ნაგებობა იქნება. შენობაში განლაგდება მთავარი დარბაზი შეჯიბრებებისთვის, სატრენაჟორო ოთახი, სველი წერტილი, პერსონალის ოთახები, გასახდელები - დუშებით, დამხმარე სათავსოები ინვენტარისთვის. ეზოში განთავსდება ავტოსადგომი.

შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. 

სპორტული დარბაზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და სამუშაოებს  შპს „კაიზენი“ ახორციელებს. სახელშეკრულებო ღირებულებაა 884,887 ლარი.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018