მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, 2024 წლის იანვრიდან, მცხეთის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა სატესტო რეჟიმში, N1 შიდა და N2 საქალაქთაშორისო მარშუტის განხორციელება დაიწყო.
სატესტო რეჟიმიდან და მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე, 6 თებერვლიდან, N1 მარშრუტი ახალი გრაფიკით განახორციელებს მოძრაობას ნარეკვავიდან არმაზის და არმაზიდან ნარეკვავის მიმართულებით: