მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2024 წელი

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2024 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, სოფლებში საერთო კრებები გაიმართება.

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად , აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მცხეთის   მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილია 846 000 ლარი, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდება.

მნიშვნელოვანია, რომ განსახორციელებელი პროექტების პრიორიტეტულობას ადგილობრივი მოსახლეობა თავად განსაზღვრავს.

ეს პროგრამა, ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, როგორც მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში ასევე, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრაში.

გთავაზობთ, სოფლებში საერთო კრებების გრაფიკს. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელებს ქვემოთ მითითებულ ბმულზე: http://mtskheta.gov.ge/ka/structure/administrative-units .


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018