მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სამუშაო შეხვედრა მერიის სამსახურისა და განყოფილების ხელმძღვანელებთან

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა,  მერიის სამსახურისა და განყოფილების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე, მიმდინარე წელს განხორციელებულ და გარდამავალ პროექტებზე ისაუბრეს. მუნიციპალიტეტის მერმა განიხილა საკითხები, რომლებიც უახლოეს დროში სწრაფ რეაგირებას მოითხოვს. 

დიმიტრი ზურაბიშვილმა მოითხოვა, კომუნიკაცია მერიის შესაბამის სამსახურებთან გახდეს უფრო ოპერატიული და შედეგზე ორიენტირებული, რაც ხელს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს მუნიციპალიტეტის თითოეული მაცხოვრებლის პრობლემებისა და წინადადებების მერიამდე მოტანასა და განხილვა-გადაწყვეტის პროცესის შემდგომ სრულყოფას.

სამუშაო შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა მცხეთის მერის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018