მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2024 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს.
8 თებერვალს, საერთო კრება ჩატარდა გალავნის და საგურამოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, სადაც პრიორიტეტულად დასახელდა შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები:
გალავანი - სოფელში არსებული სპორტული მოედნის კეთილმოწყობა;
წინამძღვრიანთკარი - შიდა საუბნო გზების მოხრეშვა;
ზაქარო - შიდა საუბნო გზების მოხრეშვა;
არაშენდა - გარე განათების მოწყობა და შიდა საუბნო გზების მოხრეშვა.
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, წელს, მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა 846 000 ლარია, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა. აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობას ისახავს მიზნად.
მოსახლეობასთან კონსულტაციები 21 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
სოფლებში აღნიშნული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მცხეთის მუნიციპალიტეტის ფეისბუქ გვერდზე მოცემული ბმულით : https://www.facebook.com/MtskhetaMunicipalityCityHall/posts/pfbid02ox23QbNWjepMcZhfUeNVeNVK9h2GxSYyjDQe6f1PnjJiwctJSq7tRwJdeSViPJSbl