მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


შეხვდა „გიდინფოს“ წარმომადგენლებთან

დღეს, მცხეთის მუნიციპლიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მოადგილესთან გიორგი ბაჯაძესთან ერთად, არასამთვრობო ორგანიზაცია - რეგიონალური ტურიზმის განვითარების ცენტრისა და სოციალური მედია პლატფორმა „გიდინფოს“ წარმომადგენლებს შეხვდა. 

შეხვედრაზე განიხილეს მცხეთის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის გეგმები და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არსებული პრობლემების გადაჭრის გზები. 

„მცხეთის პოტენციალი,  კულტურული და ისტორიულ-გეოგრაფიული მოცემულობის გათვალისწინებით, დამთვალიერებელთა დიდ ინტერესს იწვევს, ჩვენი მიზანია მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა ყველა ის ხედვა და ინიციატივა,  რაც არამხოლოდ მცხეთაში, არამედ მთლიანად მუნიციპალიტეტში ტურისტების ზრდას შეუწყობს ხელს“ - დიმიტრი ზურაბიშვილი.

ასევე, მხარეებმა ისაუბრეს არასამთავრობო ორგანიზაცია - რეგიონალური ტურიზმის განვითარების ცენტრის, სოციალური მედია პლატფორმა „გიდინფოსა“ და მცხეთის მუნიციპალიტეტს შორის სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე. 

შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის უფროსი და მერიის თანამშრომლები.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018