მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
შეხვედრა მცხეთის, ძეგვისა და ჯიღაურის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლების მოსახლეობასთან შედგა, რომელთაც შესაძლებლობა მიეცათ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრათ და გაცნობოდნენ პროგრამის ფარგლებში მათ სოფლებზე გამოყოფილ თანხას. ასევე, სოფლის პროგრამის ფარგლებში, თითოეულ სოფლისთვის, პირველ რიგში მოსაგვარებელი საკითხები განისაზღვრა.
აღნიშნული ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას, მცხეთის მუნიციპალიტეტი მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების ფარგლებში, მცხეთის მერიაში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებთან და მცხეთის საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის წელს 846 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც მუნიციპალიტეტის ყველა სოფელზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა.
კრებებზე გამოიკვეთა თითოეულ სოფელზე გამოყოფილი თანხებით შესასრულებელი შემდეგი პრიორიტეტული პროექტები, რომელიც წლის ბოლომდე განხორციელდება. ესენია: სასმელი წყლის სისტემებისა და სათავე ნაგებობების მოწესრიგება, გარე განათებები, შიდასაუბნო გზების რეაბილიტაცია, სანაგვე ურნების შემოღობვისა და სანიაღვრეების მოწყობის სამუშაოები.
გთავაზობთ, სოფლებში საერთო კრებების გრაფიკს: https://www.facebook.com/MtskhetaMunicipalityCityHall/posts/pfbid02p5fZNxQEvE6YogSKj5kcakDpiB8AxFHqtAhjZLqUgLcaLnkYPNcH63xxrVkCEH6Rl
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელებს ქვემოთ მითითებულ ბმულზე: http://mtskheta.gov.ge/ka/structure/administrative-units