14 თებერვალს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამედიცინო და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თამაზ ფოლოდაშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე, თამაზ ფოლოდაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კვახაძესთან და კომისიის წევრებთან ერთად მოქალაქეთა განცხადებები განიხილა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამით ისარგებლა 6 220 ბენეფიციარმა. ამ მიმართულებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახარჯულმა თანხამ კი 1 750 250 ლარი შეადგინა.
პროგრამის მოქმედების სფეროს და მისი მოსარგებლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მცხეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე-ბმულზე: http://mtskheta.gov.ge/ka/additional/social-programs/p1