მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2024

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, გრძელდება ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები  ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში. 

ამჯერად, შეხვედრები ნიჩბისის, ნატახტრის, მისაქციელისა და ნავაზის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლების მოსახლეობასთან შედგა, რომელთაც შესაძლებლობა მიეცათ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და გაცნობოდნენ პროგრამის ფარგლებში მათ სოფლებზე გამოყოფილ თანხას. შეხვედრებზე თითოეულ სოფლისთვის, პირველ რიგში მოსაგვარებელი საკითხები განისაზღვრა. 

აღნიშნული ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას, მცხეთის მუნიციპალიტეტი მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების ფარგლებში, მცხეთის მერიაში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებთან და მცხეთის საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.

მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის, აღნიშნული პროგრამით წელს 846 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც მუნიციპალიტეტის ყველა სოფელზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა.

კრებებზე გამოიკვეთა თითოეულ სოფელზე გამოყოფილი თანხებით შესასრულებელი შემდეგი პრიორიტეტული პროექტები, რომელიც მცხეთის მერიის მიერ წლის ბოლომდე განხორციელდება:

  •   სასხორი-შიდასაუბნო გზის მოხრეშვა;
  •   ახალი ნიჩბისი- შიდა საუბნო გზის ბეტონით მოწყობა;
  •   ქვემო ნიჩბისი-სანიაღვრე არხების მოწყობა;
  •   ზემო ნიჩბისი- სასმელი წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა;
  •   ნავაზი- სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
  •   ნატახტარი-საბავშვო ბაღის ეზოს მოპირკეთება, გარე განათება და სანიაღვრე არხის მოწყობა.
  •   ახალუბანი- ტრენაჟორების მოწყობა.
  •   მისაქციელი- სასაფლაოს შემოღობვა და ფანჩატურის მოწყობა, გარე განათება. 

გთავაზობთ, სოფლებში საერთო კრებების გრაფიკს: https://www.facebook.com/MtskhetaMunicipalityCityHall/posts/780267294142386 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელებს ქვემოთ მითითებულ ბმულზე: http://mtskheta.gov.ge/ka/structure/administrative-units

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018