მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2024

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2024 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს. 

14  და 15 თებერვალს,  საერთო კრება ჩატარდა აღდგომლიანთკარის, მუხრანის და ქსოვრისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, სადაც პრიორიტეტულად დასახელდა შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები: 

აღდგომლიანთკარი - გარე განათების მოწყობა

ახალდაბა - სასმელი წყლის რეზერვუარის რეაბილიტაცია

ფრეზეთი - გარე განათების მოწყობა, შიდა საუბნო გზების მოხრეშვა და საგზაო ნიშნების განთავსება, 

უფურეთი - გარე განათების და ფანჩატურის მოწყობა,

პატარა ქანდა - შიდა საუბნო გზების მოხრეშვა

მუხრანი - გარე განათების მოწყობა

ვარდისუბანი - სანიაღვრე არხების მოწყობა

ქსოვრისი - საფეხმავლო ხიდის და სანიაღვრე არხების მოწყობა

  საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად ამ პროგრამის ფარგლებში, წელს, მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა 846 000 ლარია, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა. აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობას ისახავს მიზნად. 

  მოსახლეობასთან კონსულტაციები 21 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

სოფლებში აღნიშნული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მცხეთის მუნიციპალიტეტის ფეისბუქ გვერდზე მოცემული ბმულით : https://www.facebook.com/MtskhetaMunicipalityCityHall/posts/pfbid02ox23QbNWjepMcZhfUeNVeNVK9h2GxSYyjDQe6f1PnjJiwctJSq7tRwJdeSViPJSbl

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018