მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


„აღმოაჩინე საქართველო შენს ქალაქში/სოფელში’’

„აღმოაჩინე საქართველო შენს ქალაქში/სოფელში’’    

             ნიჭიერი ფოტოხელოვანების კონკურსი

   მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია  წარმოგიდგენთ პროექტს: „აღმოაჩინე საქართველო შენს ქალაქში/სოფელში’’  ნიჭიერი ფოტოხელოვანების კონკურსი.  

✅  კონკურსის მიზანია - ნიჭიერი ფოტოხელოვანების აღმოჩენა და გამოვლენა. ფოტოხელოვანების ობიექტივში შესაძლებელია აღიბეჭდოს   მცხეთის მუნიციპალიტეტის  სოფლებში/ქალაქში  შენახული ტრადიციების ამსახველი გარემოებები,    სამზარეულოსა და გასტრონომიის ელემენტები, ბუნებისა და  დაცული ტერიტორიების  საუკეთესო ხედები, კულტურული მემკვიდრეობისა და სხვა  ნებისმიერი საინტერესო თემის მომენტები.   ერთერთ მთავარ ამოცანად რჩება საუკეთესო ნებისმიერი  ასაკის კატეგორიის ფოტოხელოვანების  გამოვლენა - მათი  შრომისა და ნიჭის დაფასება. საკონკურსო ნამუშევრების დიდი რაოდენობის მიღების  შედეგად,  შესაძლებელია  წიგნის/ბროშურის ან  ონლაინ - ალბომის შექმნა, რომელიც მათ თანატოლებს მისცემთ სტიმულს განავითარონ  დამალული უნარები და ნიჭი. ონლაინ-ალბომი განთავსდება  მცხეთის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე. 

კონკურსის შედეგად შექმნილი ნამუშევრები შეფასდება  საკონკურსო კომისიის წევრებისა და მოწვეული სპეციალისტების მიერ. კონკურსში მონაწილეობის  განცხადებების  მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 15 სექტემბერი;

კონკურსის ნამუშევრების  გადარჩევა და საუკეთესო ნამუშევრების გამოვლენა მოხდება 2024 წლის 25 სექტემბრამდე. 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ  : 

1 კატეგორია  :  12 -დან-18 წლამდე  ახალგაზრდებს.

2 კატეგორია : 19 წლიდან  28 წლამდე მოქალაქეებს;

3. კატეგორია: 29 წლიდან  ზევით  ასაკობრივი კატეგორიის მოქალაქეებს;

განცხადების შევსებისას უნდა  მიუთითოთ:

  • სახელი, გვარი, ასაკი ;
  • ქალაქი (დაბა, სოფელი) რეგიონი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, მისამართი);
  • სკოლის /სასწავლებლის ან  დასაქმების დაწესებულების დასახელება;
  • არასრულწლოვანის შემთხვევაში, მშობლის (კანონიერი მეურვის) საკონტაქტო ინფორმაცია;
  • საკონკურსოდ წარმოდგენილი ფოტოსურათის მოკლე აღწერილობა:

1. სად  და რა დროის მონაკვეთში არის გადაღებული წარმოდგენილი მომენტი;

2. ფოტოზე ასახული გარემოებების ან ფაქტის მოკლე აღწერა.

მონაწილეებმა ნამუშევრები  უნდა გადმოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: info@mtskheta.gov.ge   ან მოაკითხონ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის  განათლებისა და კულტურის განყოფილებას. 

აუცილებელია გადმოაგზავნოთ მაღალი ხარისხით გადაღებული მინიმუმ 2 ნამუშევარი (jpg. ფაილი) 

ნამუშევრების თემა თავისუფალია, თუმცა უნდა შეესაბამებოდეს  პროექტის სახელწოდებას „აღმოაჩინე საქართველო შენს ქალაქში/ სოფელში’’.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგ ნომერზე: +995 32 2512670

ჩატარებული კონკურსის შედეგად,  გამოვლენილი ნიჭიერი ფოტოხელოვანები დაჯილდოვდებიან  ფასიანი საჩუქრებითა და სიგელებით.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018