მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


„ჩემი ლამაზი გზავნილი საყვარელ დედას’’

ახალგაზრდა და ნიჭიერი ხელოვანების  კონკურსი  „ჩემი ლამაზი გზავნილი საყვარელ დედას’’ 

  •  მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია  წარმოგიდგენთ პროექტს : "ახალგაზრდა  და ნიჭიერი ხელოვანების კონკურს  თემაზე „ჩემი ლამაზი გზავნილი საყვარელ დედას -  მუსიკოსებისათვის, პროზაიკოსებისა და მხატვრებისთვის, გამომგონებლებსა, ხელოვანებისა  და სხვა ნიჭიერ  ადამიანებისათვის. 
  •  კონკურსის მიზანია - ნიჭიერი მუსიკოსების, პროზაიკოსებისა (ზეპირსიტყვიერება და წერა)  და მხატვრების აღმოჩენის გარდა,  მცხეთის მუნიციპალიტეტის  სოფლებში თუ ქალაქში მცხოვრები ნიჭიერი ადამიანების  გამოვლენა. მცხეთის მუნიციპალიტეტისათვის  ერთერთ მთავარ ამოცანად რჩება საუკეთესო სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ადამიანების გამოვლენა და მათი  შრომისა და ნიჭის დაფასება,  რომელიც მათ თანატოლებს მისცემთ სტიმულს განავითარონ  დამალული უნარები და ნიჭი.  
  •  კონკურსში მონაწილეობის  განცხადებების  მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 10  მარტი;
  • კონკურსის ნამუშევრების  გადარჩევა და საუკეთესო ნამუშევრების გამოვლენა მოხდება 2024 წლის 20 მარტამდე. 
  • საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა და დაჯილდოვება 2024 წლის 30 მარტამდე

1) კონკურსი ნიჭიერი პროზაიკოსებისთვის - ესეს  ან  ნაწარმოების წერა:

  • ესეს  (მაქსისმუმი 2 გვერდი) ან მხატვრული ნაწარმოები (5 გვერდი) არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის (შრიფტი- SYLFAEN, შრიფტის ზომა 11, ფაილის ტიპი Microsoft word documet)
  • ნამუშევრის  თემა უნდა შეესაბამებოდეს კონკურსის ძირითად თემას;

2) კონკურსი ნიჭიერი მხატვრებისთვის 

  • აუცილებელია შექმნათ    1 ან 2 ნამუშევარი; 
  • ნამუშევრის  თემა უნდა შეესაბამებოდეს კონკურსის ძირითად თემას;

3.)კონკურსი ნიჭიერი მუსიკოსი ხელოვანებისათვის

ვიდეო - ჩანაწერი შესაძლებელია გაკეთდეს მობილური ტელეფონის საშუალებით.  ვიდეო ჩანაწერში, გთხოვთ მკაფიოთ წარმოადგინოთ თქვენი თავი და მოკლედ აღწეროთ თქვენი კონკურსში მიღების მიზანი - თქვენი გზავნილი. 

4.) კონკურსი ნებისმიერი სხვა სახის  ნამუშევრების შემქნელებისთვის 

საკონკურსოდ შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ნებისმიერი შემოქმედებითი ფანტაზიის შედეგად შექმნილი ნივთი ან სხვა რამ.  

ვიდეო - ჩანაწერი შესაძლებელია გაკეთდეს მობილური ტელეფონის საშუალებით.

გთხოვთ,  ვიდეო-რგოლის საშუალებით  მოყვეთ თქვენი გზავნილის შექმნის მცირე ისტორია. მატერიალური სახით შექმნილი ნამუშევარი კი წარმოუდგინოთ  მცხეთის მუნიციპალიტეტის  მერიის  განათლებისა და კულტურის 

განყოფილებაში 

ფინალური ეტაპისთვის შეირჩევა 1 საუკეთესო მონაწილე თითო ასაკობრივ კატეგორიაში. 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ

1 კატეგორია: 14 -დან 18  წლამდე  ახალგაზრდებს.

2 კატეგორია: 19-დან 30 წლამდე მოქალაქეებს; 

განაცხადის წარდგენის აუცილებელი პირობაა, მიუთითოთ:

  • სახელი, გვარი, ასაკი ;
  • ქალაქი (დაბა, სოფელი) რეგიონი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, მისამართი);
  • სკოლის დასახელება/ დასაქმების ადგილი;
  • არასრუწლოვნების შემთხვევაში, მშობლის (კანონიერი მეურვის) საკონტაქტო ინფრომაცია;
  • მონაწილეებმა ნამუშევრები  უნდა წარმოუდგინონ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის  განათლებისა და კულტურის განყოფილებას ან გადმოაგზავნონ  მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ  ელექტრონულ ფოსტაზე:  info@mtskheta.gov.ge

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგ ნომერზე: +995 32 2512670 

ჩატარებული კონკურსის შედეგად,  გამოვლენილი ნიჭიერი მოსწავლეები დაჯილდოვდებიან  ფასიანი საჩუქრებითა და სიგელებით.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018