მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2024

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2024 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს. 

16  და 18 თებერვალს,  საერთო კრება ჩატარდა ვაზიანის, ძალისის, წილკნის და წეროვნის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, სადაც პრიორიტეტულად დასახელდა შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები: 

წეროვანი - შიდა საუბნო გზის მოხრეშვა და გარე განათება 

გოროვანი - შიდა საუბნო გზების მოხრეშვა 

ჩარდახი - გარე განათება 

სხალტბა - შიდა საუბნო გზების მოხრეშვა 

ვაზიანი - სანიაღვრე არხის მოწყობა  

ძალისი - სასმელი წყლის მილის შეცვლა, გარე განათების მოწყობა და შიდა საუბნო გზის მოხრეშვა  

წილკანი - გარე განათების მოწყობა

ერედა - ცენტრალური გზის დაზიანებულ მონაკვეთზე გაბიონის მოწყობა და გარე განათების მოწყობა

  საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად ამ პროგრამის ფარგლებში, წელს, მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა 846 000 ლარია, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა. აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობას ისახავს მიზნად. 

  მოსახლეობასთან კონსულტაციები 21 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

სოფლებში აღნიშნული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მცხეთის მუნიციპალიტეტის ფეისბუქ გვერდზე მოცემული ბმულით : https://www.facebook.com/MtskhetaMunicipalityCityHall/posts/pfbid02ox23QbNWjepMcZhfUeNVeNVK9h2GxSYyjDQe6f1PnjJiwctJSq7tRwJdeSViPJSbl

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018