მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ სპორტული ინვენტარის შესაძენად 382 000 ათასი ლარი გამოყო.
სპორტული ინვენტარი გადაეცა მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა სპორტულ დარბაზს : მუხრანში, წილკანში, ქსოვრისში, გოროვანში, მცხეთაში, გალავანში, მისაქციელში, ნიჩბისში, ძეგვში და ძალისში.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მოადგილე გორგი ბაჯაძესთან ერთად, სპორტული დარბაზები დაათვალიერა და ინვენტარის გადაცემაში მიიღო მონაწილეობა.
მცხეთის მერიამ, 26 სახეობის, სავარჯიშოდ საჭირო სპორტული ინვენტარი და სალაშქრო აღჭურვილობა შეიძინა. მათ შორის : ოლიმპიური შტანგის საწოლი, ოლიმპიური წონები რეზინის გარსაცმით, ოლიმპიური ღერძი დამჭერით, გრეხილი ღერძი, ჰანტელები, კროსტიფის თოკი, შვედური კედელი ტურნიკით და ორძელით, ბამბის და ძიუდოს ბაგირი, ჩუჩელა, კარავი, საძილე ტომარა, პარალონი, სალაშქრო განათება, საჭიდაო ლეიბი, ტატამი, ჰამაკი, სალაშქრო გაზის ბალონი, ტენტი, სალაშქრო ჭურჭელი, სამედიცინო ჩანთა, სკამები და მაგიდები.
აღსანიშნავია, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პერიოდულად ხორციელდება ახალი სპორტული დარბაზების მშენებლობა და არსებულის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა.
სპორტული დარბაზებისთვის ინვენტარის შეძენა და გადაცემა, სპორტის პოპულარიზაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს, ასევე მოზარდებს შორის სპორტული რესუსრსების გამოვლენას და მათ წახალისებას ემსახურება.