მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ექვსი წელი გავიდა

თარიღთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. მათ ტატუნაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკეს და მისი ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს.

„არჩილ ტატუნაშვილის, ჩვენი დროის გმირის, ისტორია ნათლად ასახავს იმ უსამართლობას, რომელსაც ბევრი ჩვენი თანამემამულე შეეწირა. საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, მთლიანი და ძლიერი სახელმწიფო. ჩვენი დროის გმირები, რომლებიც შეეწირნენ საკუთარი ქვეყნის ღირსებას, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენ გაუტეხელი ხალხი ვართ და მტერი თავს ვერ დაგვახრევინებს.

ჩვენ აუცილებლად შევძლებთ საქართველოს გამთლიანებას, ეს არის ჩვენი ვალი საქართველოს და ყველა იმ ადამიანის ხსოვნის წინაშე, ვინც შეეწირა ამ ისტორიულ უსამართლობას“ - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, დიმიტრი ზურაბიშვილი.

არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი ასევე მიაგეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა  და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018