მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2024 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასასრულს უახლოვდება.
20 თებერვალს, საერთო კრება ჩატარდა ლისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, სადაც პრიორიტეტულად დასახელდა შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები:
ლისი - შიდა საუბნო გზის მოხრეშვა
წოდორეთი - სოფლის ცენტრში რეკრეაციული სივრცის მოწყობა
ბევრეთი - სასმელი წყლის სათავე ნაგებობის და ცენტრალური გზის რეაბილიტაცია
ძალაანთხევი - ცენტრალური გზის რეაბილიტაცია
მუხათწყარო - სანიაღვრე არხების და გარე განათების მოწყობა
მსხალდიდი - სკვერის და ტრენაჟორების მოწყობა
ნაფეტვრები - გარე განათების მოწყობა
ნახშირგორა - გზების კეთილმოწყობა
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად ამ პროგრამის ფარგლებში, წელს, მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა 846 000 ლარია, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა. აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობას ისახავს მიზნად.
სოფლებში აღნიშნული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მცხეთის მუნიციპალიტეტის ფეისბუქ გვერდზე მოცემული ბმულით : https://www.facebook.com/MtskhetaMunicipalityCityHall/posts/pfbid02ox23QbNWjepMcZhfUeNVeNVK9h2GxSYyjDQe6f1PnjJiwctJSq7tRwJdeSViPJSbl