მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მოქალაქეების საყურადღებოდ

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1 იანვრიდან, მცხეთის მუნიციპალური ტრანსპორტი თითოეულ მოქალაქეს უფასოდ ემსახურებოდა. 

მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულობა (მცხეთა-თბილისი) განისაზღვრება 1.70 ლარით, ხოლო „ნარეკვავის“ დასახლება - ფარნავაზის მოედანი - არმაზის მიმართულებით (წრიული) განისაზღვრება 50 თეთრით.

გთხოვთ, 2024 წლის 1 მარტიდან მიმართოთ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას (მის.:ქ.მცხეთა, ანტიოქიის N7) და/ან ს.ს. „თიბისი ბანკს" (მის.:ქ.მცხეთა სამხედროს ქ.N15) შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, სატრანსპორტო საშუალებით მგზავრობის პლასტიკური ბარათის მისაღებად, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება შესაბამისი საჯარიმო სანქციები, პლასტიკური ბარათის არ ქონის შემთხვევაში.

სამგზავრო პლასტიკური ბარათების მისაღებად გთხოვთ, მიმართოთ სს „თიბისი ბანკის“ მცხეთის ფილიალს, შემდეგი კატეგორიის პირებმა:

1.მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა; (კანონიერ წარმომადგენელთან ერთად, დაბადების მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტით).

2.მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებმა და სხვა. (პირადობის დამდასატურებელი დოკუმენტით)

ხოლო იმისათვის, რომ შეძლოთ დაწესებული შეღავათებით მგზავრობა, განცხადებით უნდა მიმართოთ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას შესაბამისი საშეღავათო პლასტიკური ბარათების დასამზადებლად, შემდეგი კატეგორიის პირებმა:

1.ა(ა)იპ „მცხეთის უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“ ბენეფიციარებმა.

2.მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პენსიონერებმა;

3.მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა;

4.მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარჩენალდაკარგულის სტატუსის მქონე პირებმა;

5.მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა;

6.მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა;

შეღავათით სარგებლობის უფლება აქვთ პირებს, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი, თუმცა მუდმივად ცხოვრობენ მცხეთის მუნიციპალიტეტში, რაც დასტურდება ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობით.

შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირებზე სამგზავრო პლასტიკური ბარათის გაცემა/აღდგენა განხორციელდება მათ მიერ უფლებამოსილ სუბიექტთან მიმართვის საფუძველზე. 

შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით სარგებლობის მიზნით გასაცემი პლასტიკური ბარათის მისაღებად წარმოდგენილ უნდა იქნას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია უსაფრთხო და კომფორტულ მგზავრობას გისურვებთ.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018