მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფლებში არსებულ ნარჩენების კონტეინერებს მალე ახლებიც დაემატება

მცხეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კეთილმოწყობის სამსახურმა ნარჩენების ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი კიდევ 550 ერთეული 1 100, 240 და 120 ლიტრიანი ნაგვის კონტეინერები შეიძინა, რომლებიც უახლოეს პერიოდში სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსდება.

საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-გატანის მომსახურეობის ხარისხი აქტუალურია მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის, ამიტომ ქალაქისა და სოფლებისთვის  შესაბამისი მომსახურეობის გაუმჯობესება და კონტეინერების რაოდენობის გაზრდა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მუნიციპალიტეტის გარემოს მდგომარეობაზე და  მისი სისუფთავის ხარისხზე. 

ახალი ნაგვის კონტეინერები, ეტაპობრივად, ყველა სოფელში განთავსდება, ამორტიზებული კი ახლით ჩანაცვლდება, რაც ხელს შეუწყობს ქალაქის და სოფლების, ტურისტულ და საცხოვრებელ ზონებში დასუფთავების სერვისის, ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

ა(ა)იპ მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს სხვადასხვა ადგილას ნარჩენების დაყრისგან თავი შეიკავონ და საყოფაცხოვრები ნარჩენები განათავსონ ნაგავშემკრებ კონტეინერებში.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018