მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


3 მარტი

3 მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა  რუსული საოკუპაციო რეჟიმის სისასტიკისგან მსხვერპლ არჩილ ტატუნაშვილის დედას, დედის დღე მიულოცა და საჩუქარი გადასცა.

"მინდა მივულოცო ყველა დედას დღევანდელი დღესასწაული - დედის დღე! ვუსურვებ თითოეულ მათგანს ჯანმრთელობას, სიკეთეს და დიდხანს სიცოცხლეს. დღეს, ჩვენ დედის დღე მივულოცეთ ქალბატონ რუსუდან ტატუნაშვილს, გმირი შვილის აღმზრდელ დედას.  შვილის, რომლის სიცოცხლეც საკუთარი ქვეყნის ღირსებას შეეწირა" - განაცხადა დიმიტრი ზურაბიშვილმა.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018