მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


წეროვანში შიდა საუბნო გზების ასფალტ-ბეტონის ოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში შიდა საუბნო გზების ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. 

სამუშაოების ღირებულება ნახევარ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. პროექტით გათვალისწინებულია სანიაღვრე არხებისა და ეზოების შესასვლელების კეთილმოწყობა, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო სამოძრაო ზოლების მოწესრიგება და საავტომობილო გზის დახაზვა. 

სამუშაოების მიმდინარეობას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან გიორგი ჩიფჩიურთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018