მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის დიმიტრი ზურაბიშვილის ინიციატივით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს და უხუცეს ქალბატონებს 8 მარტი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
„ჩვენდა საამაყოდ საქართველოში ისტორიულად ყოველთვის დაფასებული იყო ქალის როლი საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებაში. დიდი პატივისცემით ვულოცავ ყველა ქალბატონს 8 მარტს – ქალთა საერთაშორისო დღეს, ვუსურვებ თითოეულ მათგანს ჯანმრთელობას, ულევ ღიმილს, სიხარულს და წარმატებას საყვარელ საქმიანობაში.“ - დიმიტრი ზურაბიშვილი.
სასაჩუქრე ტკბილეულის ნაკრები მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 400 მრავალშვილიან დედას გადაეცა.