მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან 60 ახალი ნაგავშემკრები კონტეინერი ახალგორის მუნიციპალიტეტის სერვის-ცენტრს საჩუქრად გადაეცა.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კეთილმოწყობის სამსახურმა ნარჩენების ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი კიდევ 550 ერთეული კონტეინერი შეიძინა, რომლებიც უახლოეს პერიოდში სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსდება.
საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-გატანის მომსახურეობის ხარისხი აქტუალურია მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის, ამიტომ ქალაქისა და სოფლებისთვის შესაბამისი მომსახურეობის გაუმჯობესება და კონტეინერების რაოდენობის გაზრდა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ორივე მუნიციპალიტეტის გარემოს მდგომარეობაზე და მისი სისუფთავის ხარისხზე.