მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


წეროვნის ი.გ.პ დასახლებაში გზის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში, შიდა საუბნო გზების ასფალტბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მოადგილეები თამაზ ფოლოდაშვილი და გიორგი ბაჯაძე, მცხეთის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი წეროვნის ადმინისტრაციულ ერთეულში ჯონი ბაშარული, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა შერმადინი, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან ერთად გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.

საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომელსაც შპს „ქცია’’ ახორციელებს. სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება და პროექტის ღირებულება 655 999 ლარს შეადგენს.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018