მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფელ ლისში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლისში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. 

სოფელ ლისში, 1 კილომეტრიანი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ასფალტ ბეტონის საფარით 2 მონაკვეთზე განხორციელდა. 

პროექტით მოეწყო სანიაღვრე არხები და ეზოების შესასვლელები , მოწესრიგდა ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო სამოძრაო ზოლები, მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით  საავტომობილო გზა დაიხაზება. 

საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, პროექტის ღირებულება 474,000 ლარს შეადგენს.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018