მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური თამაშები კალათბურთში

20 მარტს, გალავანის კალათბურთის დარბაზში ჩატარდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური თამაშები კალათბურთში 3x3 -ზე გოგონათა და ვაჟთა კატეგორიაში.

გოგონებში მონაწილეობას ღებულობდა მცხეთის, თიანეთის და დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლის გუნდები, სადაც გამარჯვება მოიპოვა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვის საჯარო სკოლის გუნდმა. ხოლო, ვაჟებში მონაწილეობას ღებულობდა 4 გუნდი - მცხეთის, თიანეთის, დუშეთის და ახალგორის.  

ფინალურ შეჯიბრში მცხეთის და ახალგორის მუნიციპალიტეტების სკოლის გუნდები თამაშობდნენ, სადაც გამარჯვება მოიპოვა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლამ. 

გამარჯვებული გუნდები, მონაწილეობას მიიღებენ ზონალურ ეტაპზე.  შეჯიბრს ორგანიზებას უწევდა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ სხვადასვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლა.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018