მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
დღესასწაულთან დაკავშირებით, 150 ოჯახს, მცხეთის მერიამ საჩუქრად გადასცა სასურსათო ნაკრები და ტკბილეული.
“საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოსახლეობას ვულოცავ ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაულს! აზერბაიჯანელები 21 მარტს დღისა და ღამის გათანასწორების, დედამიწის გამოცოცხლებისა და სიცოცხლის დაწყების დღედ მიიჩნევენ. ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ყველა ოჯახში მწვანე ჯეჯილი უნდა იყოს. ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულის სახით 2010 წლიდან აღინიშნება” - დიმიტრი ზურაბიშვილი