მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


შეხვედრა ორმხრივი თანამშრომლობისთვის

21 მარტს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი აშშ-ის თავდაცვითი  ურთიერთობების ორმხრივი თანამშრომლობის ოფიცერს, მაიორ ალეკ  ჰარისონს, მის თანაშემწეს მარიამ კობახიძესა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსს გეგა სადუნიშვილს შეხვდა.

მცხეთის მერმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისათვის და იმედი გამოთქვა შემდგომ თანამშრომლობაზე.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს მცხეთის მუნიციპალიტეტში წყალთან დაკავშირებული პრობლემების ინდენტიფიკაციისთვის საჭირო ლაბორატორიის აღჭურვილობის სრულყოფის საკითხი. 

ასევე, საუბარი შეეხო  წილკნის დევნილთა დასახლებაში არსებულ, აშშ-ის თავდაცვითი  ურთიერთობების ორმხრივი  თანამშრომლობის  ოფისის მიერ დაფინანსებულ მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა თავშესაფარს,  მისი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთვის გადაცემისა და შემდგომ ფუნქციონირების საკითხს.

მცხეთის მერიაში შეხვედრას ესწრებოდნენ   ა(ა)იპ „ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ ხელმძღვანელი გიორგი ატაშვილი და ა(ა)იპ მცხეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ბადრი კუკულაძე.

შეხვედრის შემდგომ, მხარეებმა, ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სიმბოლურად, მცხეთაში 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა სახელობის  მემორიალური სკვერის ტერიტორიაზე ხეები დარგეს და ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018