მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ჭავჭავაძის სახლმუზეუმამდე მისასვლელი გზის გამყოფი სივრცე ეწყობა

სოფელ საგურამოში, 21-ე ქუჩაზე საავტომობილო გზის გამყოფი, გამწვანებული სივრცის მოწყობა სრულდება. 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე სამუშაოებს პირადად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში მოწყობილია ბორდიულები და ბილიკები, ბავშვთა გასართობი სივრცე ატრაქციონებით. განთავსებულია სკამები, სანაგვე ურნები, დეკორატიული ლამპიონები, სასმელი წყლის დასალევი ბიუვეტი. არსებულ გარე განათების ლამპიონებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ტერიტორიაზე მოეწყობა დეკორატიული გამწვანება.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 744 041 ლარია.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018