მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


დღეს არჩილ ტატუნაშვილი 41 წლის გახდებოდა

დღეს არჩილ ტატუნაშვილი 41 წლის გახდებოდა.

თარიღთან დაკავშირებით, სოფელ წილკანში, ტატუნაშვილის სახელობის სკვერში არსებული მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ელოშვილმა, მოადგილეებთან ერთად.

„არჩილ ტატუნაშვილი დღეს 41 წლის გახდებოდა, ამ ადამიანის ისტორია კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ქართველები გაუტეხელი ხალხი ვართ და ჩვენ აუცილებლად შევძლებთ საქართველოს გამთლიანებას. ეს არის თითოეული ჩვენგანის ვალი ყველა იმ ადამიანის ხსოვნის წინაშე, ვინც თავი გაწირა სამშობლოს ერთგულებას“- დიმიტრი ზურაბიშვილი.

აღსანიშნავია, რომ წილკნის დევნილთა დასახლებაში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი, მისი ოჯახის ინიციატივითა და თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ოფიციალურად გასული წლის დეკემბერში გაიხსნა.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018