მცხეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ნავაზში მიმდინარე საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მოადგილეებთან და მერიის შესაბამისის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
აღნიშნული გზის მოწყობა რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტით გათვალისწინებულია ასფალტბეტონის საფარის დაგება და სანიაღვრე არხების მოწყობა, რომელიც ზევიდან ცხაურებით დაიფარება, ხოლო საჭირო ადგილებში ჩაიდება წყალგამტარი მილები.
სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 404 999 ლარია, რომელსაც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია ,,გრანდ როუდ გრუპი” ასრულებს.
პროექტის დასრულების შემდეგ ნავაზის მოსახლეობას კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობა მიეცემა.