5 მარტს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ქალბატონი მარინა ზურაბიშვილი მერიის თანამშრომლებთან ერთად საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობების დღის ცენტრს „იალონი“ და მცხეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ უფასო სასადილოს ესტუმრა. ბენეფიციარებს ქალთა დღესასწაულები მიულოცეს და საჩუქრად ტკბილეული გადასცეს. დღის ცენტრში „იალონი“ სოციალური საწარმო რამდენიმე თვეა გაიხსნა, სადაც შშმ პირები არიან დასაქმებულნი და მომხმარებელს მცენარეების და ყვავილების შეფუთვას სთავაზობენ . მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა ცენტრის მოსარგებლეებთან ერთად სოციალური საწარმო დააათვალიერეს და მათთან ერთად მიიღეს მონაწილეობა ყვავილების შეფუთვაში. აღსანიშნავია, რომ მცხეთის მერიამ ქალთა დღესასწაულების მისალოცად საწარმოსგან 100 ერთეული სხვადასხვა სახეობის ყვავილი შეიძინა.