მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ქსოვრისის სპორტული დარბაზის სამშენებლო სამუშაოები

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული დარბაზის სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება.

პროექტის მიმდინარეობას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

მიმდინარე სამუშაოები ითვალისწინებს შეჯიბრებისათვის მთავარი დარბაზის, ასევე, გასახდელების, სველი წერტილების, ავტოსადგომის, პერსონალის ოთახების, სატრენაჟორო ოთახებისა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. 

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 900 000 ლარამდე შეადგენს.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018