მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


9 აპრილი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილმა და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გიორგი კაპანაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ძალისში და წეროვნის დევნილთა დასახლებაში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის დაღუპულთა ხსოვნას  პატივი  მიაგეს და გარდაცვლილთა სახელობის  მემორიალური დაფები გვირგვინით შეამკეს.

“35 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიიდან. ეს არის დღე, რომელიც ტრაგიკულად ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში. დღე, რომელიც ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლისა და თავგანწირვის სიმბოლოდ იქცა.  

სწორედ ამ თავგანწირვის შედეგად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს მოეწერა ხელი. მადლობას ვუხდი გმირებს და ქედს ვიხრი მათ წინაშე” - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, დიმიტრი ზურაბიშვილი.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018