მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მუხრანში კიდევ ერთი შიდასაუბნო გზა ეწყობა

მუხრანში ერთ-ერთი შიდასაუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

პროექტის მიმდინარეობას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი მოადგილესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

პროექტით გათვალისწინებულია 850 მეტრი გზის ასფალტბეტონით მოწყობა. ასევე, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების ასფალტით დაფარვა. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 255 433 ლარია, რომელსაც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია ,,ბი ემ სი” ახორციელებს.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018