მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში, შიდა საუბნო გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კილომეტრ-ნახევრამდე გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობა.
სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 630 000 ლარს აღემატება.
პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.
მათი განცხადებით, სოფელ ახალუბანში გზის აღნიშნული მონაკვეთი ამ დრომდე კეთილმოწყობილი არ ყოფილა, პროექტის დასრულების შემდეგ კი ადგილობრივი მოსახლეობა მეტად კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას შეძლებს.
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, შესაბამისი სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება.