მცხეთაში მინი ფეხბურთით დასრულდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024 წლის რეგიონალური თამაშები.
მინი ფეხბურთში გოგონებში მცხეთის #1 საჯარო სკოლის გუნდმა დაამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა თიანეთის მუნიციპალიტეტის ხევსურთსოფლის საჯარო სკოლის გუნდი, ხოლო მცხეთის #1 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა ახალგორის მუნიციპალიტეტის წეროვნის #3 საჯარო სკოლის გუნდს სძლია.
ვულოცავთ გამარჯვებულებს რეგიონალური ეტაპის გადალახვას და წარმატებებს ვუსურვებთ ზონალურ ეტაპზე ასპარეზობაში.