მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთაში პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა

სხდომის ფარგლებში აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სოფლის განვითარების სააგენტოს ანგარიში მოისმინა. 2023 წელს გაწეული საქმიანობისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ამავე სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, სააგენტო ახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროგრამებს/პროექტებს ფერმერების დახმარებისა და მათი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით.

ევროკავშირის დაფინანსებით, UNDP მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მართვის ინსტიტუციური რეფორმის განხორციელების მიზნით, რამდენიმე წლის წინ შიდა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. შედეგად, დაიწყო ინსტიტუციური რეფორმა, რომელიც სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორციელების პროცესში ევროპული მართვის სტანდარტების დანერგვას და უწყების ევროპული ტიპის გადამხდელ სააგენტოდ გარდაქმნას ისახავს მიზნად. დღეს სააგენტო ორი ძირითადი მიმართულებით საქმიანობს - ფერმერთა გაძლიერებისთვის ახორციელებს პროექტებსა და პროგრამებს, ხოლო ფერმერთა კონსულტაციისთვის ამოქმედებულია ექსტენციის სამსახური.

სააგენტო სახელმწიფო თანადაფინანსებით ორ ათეულზე მეტ პროგრამასა და პროექტს ახორციელებს.

კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.

სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, კომიტეტის წევრები,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და სამინისტროს უწყებათა წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი და მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები, ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და ამავე სააგენტოს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018