მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთაში პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა

ქალაქ მცხეთაში გამართული სხდომის შემდეგ, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრები, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ნატახტარში სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტის ფინანსური მხარდაჭერით დაფუძნებული პურ-ფუნთუშეულის საწარმო შპს „ფუდ ალიანსის“ საქმიანობას გაეცნენ. 

ასევე, დაათვალიერეს ამავე სააგენტოს პროექტის ფინანსური ხელშეწყობით მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გაშენებული ბაღები.

დღის ბოლოს კი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ადგილობრივ ფერმერებსა და მოსახლეობასთან გაიმართა შეხვედრა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

კომიტეტის თავმჯდომარის გელა სამხარაულის შეფასებით, გასვლითი სხდომის ფორმატში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შეხვედრებს მოსახლეობასთან, რადგანაც გულახდილი დიალოგი იმართება მათ წინაშე არსებული საჭიროებების შესახებ.

„ეს შეხვედრები გვეხმარება, გავიგოთ რა აწუხებს მოსახლეობას, რაზე შეიძლება გავაკეთოთ აქცენტი სამომავლოდ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათეული წლის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან არაერთი ნაბიჯი გადაიდგა სოფლის მეურნეობის დარგის მხარდაჭერისა და განვითარებისათვის, პროგრამები ყოველწლიურად მრავალფეროვანი ხდება, შედეგებიც გვაქვს, გამოწვევები მაინც რჩება, რომლებსაც ერთობლივი ძალისხმევით უნდა გავუმკლავდეთ. აგრარულ საკითხთა კომიტეტი იქნება შუამავალი და ჩართული ამ პრობლემების მოგვარებაში მთავრობის სხვადასხვა უწყებას შორის“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018