მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

6 მარტს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე, მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი, ასევე მერიისა და ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლები ციხისძირის საბავშვო ბაგა- ბაღს ესტუმრნენ. ციხისძირის საბავშვო ბაგა - ბაღში პატარებმა სიყვარულით აღსავსე ლექსები, მხიარული სიმღერები და საცეკვაო ნომრები მიუძღვნეს საყვარელ დედებს, პედაგოგებს და დამსწრე საზოგადოებას. ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა საბავშვო ბაღი დაათვალიერეს, ადგილზე გაეცნენ აღმზრდელობით მეთოდიკას, დაათვალიერეს ბაღის სახვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები,სამზარეულო და გარე პერიმეტრში არსებული სათამაშო მოედანი.

  



© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018