მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მუხრანის კეთილმოწყობა გრძელდება

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, სოფელ მუხრანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

მერთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას მცხეთის მერის მოადგილეები გიორგი ბაჯაძე და თამაზ ფოლოდაშვილი შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

მუხრანში  სრულდება ერთ-ერთ უბანზე შიდასაუბნო გზის რეაბილიტაცია. პროექტით იგება გზის ასფალტბეტონის საფარი. ასფალტით კეთილმოეწყო მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებიც.



სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომელთა სახელშეკრულებო ღირებულება 255 433 ლარია და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია ,,ბი ემ სი” ასრულებს.

ასევე, სოფელ მუხრანში, პატარა ქანდის ტერიტორიაზე, შენდება მრავალფუნქციური სპორტული დარბაზი.

სამსართულიან შენობაში განთავსდება მისაღები, გასახდელები, სველი წერტილები, კიბის უჯრედი, საჭიდაო დარბაზი და ადმინისტრაცია.  იქნება ფიტნეს დარბაზი,  ტერასა და მოსასვენებელი სივრცე. მიმდებარედ დაპროექტებულია რეკრეაციული ზონები და ღია ავტოსადგომი.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ამ ეტაპისთვის შიდა სამუშაოები მიმდინარეობს.


ფოტოალბომი:



© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018