სოფელ ძველ ქანდაში, შიდა საუბნო გზების ასფალტბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, პირველ მოადგილესთან გივი გიუტაშვილთან, მოადგილესთან თამაზ ფოლოდაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნული სამუშაოები პირადად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში ძველი ქანდის ერთ-ერთი უბნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს მის კეთილმოწყობასა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების ასფალტით დაფარვას.
სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 386 705 ლარს შეადგენს