მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფელ ძველი ქანდის საჯარო სკოლაში ასურული კულტურის მუზეუმი გაიხსნა


მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ქანდის საჯარო სკოლაში ასურული კულტურის მუზეუმი გაიხსნა.

გახსნას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, მოადგილესთან თამაზ ფოლოდაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

მოსწავლეთა თვითმმართველობის პროექტის ფარგლებში ასურული კულტურისა და ტრადიციების  პრეზენტაცია გაიმართა. მომზადდა ტრადიციული კერძები და ტრადიციული ტანისამოსით წარმოდგენილ იქნა მუსიკალური ნომრები.

ღონისძიებაში ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენელთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულნი პედაგოგები, მშობლები, კლუბი ,,ნინევა”-ს და სამოქალაქო განათლების პროგრამის მესვეურები.

აღნიშნული ღონისძიება ძველი ქანდის ასურელი მოსახლეობის ეროვნულ  იდენტობისა და ტრადიციების პოპულარიზაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.



© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018