მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარსა და მისაქციელში, ცენტრალური გზების მიმდებარედ, გარევაჭრობის უკანონო კონსტრუქციების დემონტაჟი და გატანა მოხდა. ასევე, დასუფთავდა ტერიტორია.
აღნიშნული პროცესი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა პირადად დაათვალიერა.
შესაბამისი სამუშაოები მცხეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და ა(ა)იპ მცხეთის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა შეასრულეს.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით მუდმივად მიმდინარეობს ქალაქისა და სოფლების დასუფთავებითი სამუშაოები.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქალაქის და სოფლების სუფთა გარემოს შექმნა-შენარჩუნებაზე.